ტყიბულში, კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშა გარდაიცვალა

29.11.21 10:32
ტყიბულში, კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშა გარდაიცვალა

ტყიბულში ნახშირის ღია კარიერის ჩამონგრევის  შედეგად დაშავებული 64 წლის მამაკაცი  გარდაიცვალა. ინფორმაცია "ტვ პირველს" კლინიკაში დაუდასტურეს.

 ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს  ტყიბულში, ნახშირის ღია კარიერში დიდი რაოდენობით  მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა.  ერთ-ერთი მათგანი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს. მეორე კი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით  დაიწყო.

მსგავსი სიახლეები