დადასტურდა "პირველების" ინფორმაცია - "ტერა ბანკს" სომხური ბანკი ყიდულობს

25.08.26 15:42
დადასტურდა "პირველების" ინფორმაცია - "ტერა ბანკს" სომხური ბანკი ყიდულობს

დადასტურდა „პირველების“ ინფორმაცია - „ტერაბანკს“ სომხური ბანკი ყიდულობს. „ტერაბანკის“ ცნობით, მის აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის ბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა. AGE S.A. სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ გაერთიანებას - Arins Group-ს უკავშირდება, რომლის ეკოსისტემაშიც Ardshinbank-ი შედის. გარიგება საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის მიღების შემდეგ დასრულდება.

 

მანამდე „პირველებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური ბიზნესჯგუფი „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ შეძენით იყო დაინტერესებული. შესაძლო გარიგების შესახებ ინფორმაციის ფლობა ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა, თუმცა იმ დროისთვის ოფიციალური განაცხადი წარდგენილი არ იყო. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია  მოლაპარაკებებში ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე, ხოლო ოპოზიცია გარიგების შესაძლო რუსულ კავშირებსა და ფინანსურ რისკებზე საუბრობდა.