რა გახდა 17 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი - ავჭალის ხიდებთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

26.08.26 14:59
რა გახდა 17 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი - ავჭალის ხიდებთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

 

 

რა გახდა 17 წლის გოგონას გარდაცვლების მიზეზი? - ავჭალაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კრიმინალისტები იმ ადგილს სწავლობენ, სადაც რამდენიმე საათის წინ (გვიან ღამით) მარიამ ლომიძე ხიდიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

ირკევა, რომ მოზარდი სასწრაფო დახმარებამ "ვივა მედში" გადაიყვანა, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, 17 წლის მარიამი ადგილზე უკვე გარდაცვლილი იყო. 

ოჯახი როგორც ხიდიდან ვარდნის, ისე მკვლელობის ვერსიას განიხილვას, თუმცა არ სჯერა, რომ 17 წლის გოგოს შეიძლება თავი მოეკლა, რადგან დეიდის ინფორმაციით, მარიამი სახლიდან კარგ ხასიათზე გავიდა.  

როგორც "პირველებთან" ოჯახის ახლობელი ადვოკატი საუბრობს, მარიამს ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შეყვარებულთან და მის ჩამოშორებას ცდილობდა. 

ადვოკატის ინფორმაციითვე, გუშინ 17 წლის გოგოს შეყვარებული გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი. "პირველების" ინფორმაციით მომხდარზე გამოკითხულია 10-მდე პირი, ამ წუთებში კი გამოძიებას ჩვენებას ოჯახის წევრები აძლევენ.

დეიდას სთხოვა გუშინ, დაახლოებით 18:00 საათისთვის, რომ სასეირნოდ წავიდოდა. დეიდა იმდენად შოკირებულ მდგომარეობაშია, რომ ყველა დეტალს საუბრისას ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ იყო ჩვეულებრივ ხასიათზე. რამდენიმე საათის შემდეგ სატელეფონო კავშირი დაკარგა დეიდამ და ამის შემდეგ დავიწყეთ მოკითხვა. გავიგეთ, რომ იყო გადაყვანილი "ვივა მედში", თუმცა ჩვენი ვარაუდით უვკე ადგილზევე იყო გარდაცვლილი მარიამი. რამ გამოიწვია ვარდნა არ ვიცით,  ვერ ვადასტურებთ ვერც თვითმკვლელობის და ვერც უბედური შემთხვევის ვერსიას და ვერც უფრო უარესს, რაც შეიძლება იყოს მკვლელობა, ანუ გადმოგდებას ხიდიდან, თუმცა სამივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ეს უბედურება მოხდა ავჭალის ხიდებთან. საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან ვარდნაა. მხოლოდ ის ვიცი, რომ შეყვარებულთანაც ბოლო პერიოდში ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა და  მარიამი მის ჩამოშორებას ცდილობდა. გუშინ გამოკითხვაზე გადაიყვანეს, მაგრამ შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცი. (შესაძლოა შეყვარებულთან ერთად ყოფილიყო?) არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ. არ ვიცით, მხოლოდ ის ვიცი, რაც გუშინ გავიგე, რომ ძმისთვისაც მიუმართავს თხოვნით, რომ ჩამოეშორებინათ ეს ბიჭი, რომ თავს არ მანებებსო. თანამშრომლებსაც უთქვამთ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, რომ ვიღაც ბიჭი აწუხებს მარიამ და სამსახურშიც ვეღარ მოდისო. სახლიდან გავიდა მარტო, მერე ვინმესთან ერთად იყო თუ არა არ ვიცით", - ამბობს ადვოკატი და ოჯახის ახლობელი. 

შემთხვევის ადგილზე "პირველებს" უყვებიან, რომ მარიამ ლომიძე ხიდებზე მარტო არ იმყოფებოდა. მათივე ნათქვამიდან ირკვევა, რომ 17 წლის გოგოს შეყვარებული ავჭალაში ხიდებთან ახლოს ცხოვრობდა. 

მარტო არ იყო, ბავშებიც იყვნენ იქ მაღლა. ძნელია იმის თქმა გადმოვარდა თუ გადმოხტა. 

ეს ბიჭი (შეყვარებული) აქ ცხოვრობს ავჭალაში. დედ-მამა და ყველა. კარგი ოჯახია ესეც და ისიც, წყნარი ხალხია ორივე მხარე. ვარიანტი არ არის გადმოგდების, იმ ბიჭს უყვარდა. ეს ხიდი არ ფუნქციონირებს, მაგრამ მიწა რომ ყრია იქიდან ადიან, ადრე ერთი ბიჭიც გადმოვარდა", - ამბობენ ადგილობრივები. 

ახლა 17 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხსი. სავარაუდოდ პოლიციას ამოღებული და დალუქული უნდა ჰქონდეს მარიამის ტელეფონი. ოჯახს იმედი აქვს, რომ სწორედ ტელეფონში არსებული მიმოწერებიდან გაეცემა ბევრ კითხვას პასუხი. 

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები