მედია: თურქეთში, პენსიაზე გასულმა პოლიციელმა სამსახურის იარაღით ქართველი შეყვარებული მოკლა
თურქეთში, პენსიაზე გასულმა პოლიციელმა, ჰუსეინ დურმაზმა სამსახურის იარაღით ქართველი შეყვარებული, ელინა შენგიუნი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, შემთხვევა ანტალიის აეროპორტის მე-2 ტერმინალის ავტოსადგომზე მოხდა.
მედიის ცნობით, ელინა შენგიუნი სამედიცინო დახმარების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად ორი შვილის დედა გარდაიცვალა.
ჰუსეინ დურმაზი პოლიციის თანამშრომლებმა აეროპორტში დააკავეს და მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.
მედიის ცნობით, ელინე შენგიუნი აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა და ორი წლის განმავლობაში ჰუსეინ დურმაზთან ურთიერთობაში იყო. როგორც ირკვევა, დაკავებული კაცი ქალს მუდმივად ემუქრებოდა.