მეგობრებო, დიახ, მე გარეთ ვარ! - საბა ჯიქიას ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა საბა ჯიქიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საკუთარი ემოციების შესახებ ისაუბრა.
მეგობრებო, დიახ, მე გარეთ ვარ. "ასწორებს" გარეთ, მაგარია!, - ამბობს საბა ჯიქია ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას წლითა და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.
საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.