მკვლელობა დაბა ნასაკირალში - "პირველების" ინფორმაციით, ქალს ყელი აქვს გამოჭრილი
მკვლელობა მოხდა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში - "პირველების" ინფორმაციით, 63 წლამდე ქალს ყელი აქვს გამოჭრილი. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული და მასთან სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ.
მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.