შაბათის მარშზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა მივიდა (ფოტო)

29.08.26 20:05
შაბათის მარშზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა მივიდა (ფოტო)

შაბათის მარშზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა მივიდა - თეონა თამაზაშვილს ხელში უჭირავს პლაკატი, სადაც წერია "ორშაბათს 11:00 საათზე პროკურატურასთან, სამართლიანობისთვის".

უსამართლობაა გამეფებული ამ ქვეყანაში. როცა არ უნდათ რაიმე საქმის გამოძიება, ეგრევე კერავენ და ფარცხავენ. როცა უნდათ, მაგალითად იმ რუსის მკვლელი გუშინ წამებში იპოვეს და დააკავეს, ამიტომ, მინდა რომ მარტო არ ვიყო ამ ბრძოლაში და შმომიერთდნენ. მეც ყველგან მივალ სადაც უსამართლობასთან ბრძოლა იქნება", - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

შვილმკვდარი დედა შვილის ბურუსით მოცულ გადრაცვალებაზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს, თუმცა ოჯახს პროკურატურამ უარი უთხრა.  

ცნობისთვის, გუშინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა: 

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

  • შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

რაც შეეხება დღევანდელ შაბათის მარშს, პროტესტის მთავარი თემა "იძულებით გაყოფილი ოჯახები და ქართველებისგან დაცლილი საქართველოა".