ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდა

30.08.26 16:21
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდა

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელს ქალაქში ისმოდა.

ხანძარმა რამდენიმე ობიექტი დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელი სახლი.  ჩალეწილია შენობების ფასადები და დამწვარია რამდენიმე ავტომობილი. დაზიანული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალშია ერთ-ერთი ცნობილი ბენზინგასამართი სადგურიც.

ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები