საგარეჯოში 15 წლის გოგონა საკუთარ ეზოში, საქანელაზე დაიღუპა
ტრაგედია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - სოფელ თულარში 15 წლის გოგონა საკუთარ ეზოში, საქანელაზე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი საქანელაზე იჯდა, რა დროსაც რკინის კონსტრუქციაზე დამაგრებული თოკი კისერზე შემოეხვია. ოჯახის წევრებმა გოგონა მოგვიანებით უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.