ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

31.08.26 10:01
ავტოკატასტროფა სტავროპოლთან - სამგზავრო ავტობუსში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსში, რომელიც ავარიაში მოყვა, საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

როგორც უწყებაში "პირველებს" უთხრეს, "რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით". 

ოფიციალური კომენტარში დაკონკრეტებული არ არის, საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა ავტობუსში. არაფერია ნათქვამი მათი მდგომარეობის შესახებაც. 

30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. 

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის  შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით"- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილობით კომენტარში. 

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.

მსგავსი სიახლეები