სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობს
სასამართლოში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმეები გამოიკითხებიან.
რაც შეეხება გ.მ-ს პოზიციას, იგი იყენებს დუმილის უფლებას, რაც შეგვიძლია განვმარტოთ ისე, რომ ბუნებრივია, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს.
ბრალდების მხარეს არცერთი ახალი, არსებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც გ.მ.-ს მხრიდან ჯანმრთელობის განზრდახ ჯგუფურად მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტს დაადასტურებს.
საქმეში არის ზარები და ამას ჩვენ არცერთ ეტაპზე არ ვუარყოფთ, თუმცა რა შინაარსის საუბრები მიმდინარეობდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს. თუკი, ვინმემ-ვინმეს რამე უთხრა, ეს არ არის გამოხატული მოქმედება, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სისხლის სამართლებრივი დანაშაული რასაც შეიძლება ერქვას დახმარება ჯამრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულში.
ბრალდების მხარეს არ აქვა არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომ გ.მ.-მ მიაწოდა ინფორმაცია -მისამართი"- აცხადებს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.