მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარია

01.09.26 11:21
მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარია

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა.

მძღოლი, 45 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ავტომობილში მყოფი 22 წლის გოგოს გადარჩენაც. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და პირველადი დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები