რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში 2026 წლის ივლისში?
2026 წლის ივლისში, თბილისში სულ 4 475 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით (3,684 ბინა) 21.4%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას BMG-ი Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს პუბლიკაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, მოთხოვნა თანაბრად მაღალია როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე:
- მეორად ბაზარზე 2 294 ბინა (ზრდა +18.8% წ/წ) გაიყიდა, რაც 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია.
- პირველადი ბაზარიზე კი 2 181 ბინა გაიყიდა (ზრდა +24.4% წ/წ).
ამასთან, 2026 წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 27 274 ტრანზაქცია გაფორმდა, ბაზრის მთლიანმა ღირებულებამ კი 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი ზრდაა.
BMG-ი წერს, რომ საინვესტიციო ბანკის კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი ქონების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 1 426 დოლარს შეადგენს (პირველად ბაზარზე). ხოლო ფასების ლიდერი ტრადიციულად ვაკეა.
პირველადი ბაზრის ფასები (თეთრი კარკასი, $/კვ.მ):
- ვაკე: $3,180
- მთაწმინდა: $2,945
- ჩუღურეთი: $2,323
- საბურთალო: $1,732
- კრწანისი: $1,671
- დიდუბე: $1,425
- ისანი: $1,407
- ნაძალადევი: $1,294
- სამგორი: $1,178
- დიდი დიღომი: $1,148
- გლდანი: $1,146
- ვაშლიჯვარი: $1,094
2026 წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობით დიდი დიღომი კვლავ პირველ ადგილზეა:
- დიდი დიღომი: 942 ბინა
- საბურთალო: 772 ბინა
- სამგორი: 721 ბინა
- გლდანი: 442 ბინა
- ისანი: 414 ბინა
ყველაზე მინიმალური აქტივობა ვაშლიჯვარსა (45 ბინა) და მთაწმინდაზე (56 ბინა) დაფიქსირდა.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში