ვრცელდება მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ვინაობა - დეტალები ოზურგეთიდან
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მეზობლის, 63 წლის ნარგული ზოიძის მკვლელობაში ბრალდებული კაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, პენიონერის მკვლელობის ბრალდებით, მათივე მეზობელი, გოგიტა ელიაძე დააკავეს.
ელიაძეების საცხოვრებელ სახლთან ამ წუთებშიც პოლიციაა მობილიზებული, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მოკლული ქალის ნათესავებმა დაკავებულის სახლი გადაწვან.
ამის პარალალურად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მომხდარი მკვლელობის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 63 წლის ნარგული ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს შემთხვევის ადგილიდან ფული არ წაუღია.
მოკლული პენიონერის ოჯახის წევრები TV პირველს უყვებიან, რომ ზოიძემ სავარაუდოდ, თავდამსხმელი იცნო და წინააღმდეგობა გაუწია.
"პირველების" წყაროს ცნობით, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კაცი არ გაქცეულა და ჭირისუფალთან სიახლოვეს ტრიალებდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 50 წლამდე კაცს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილ ხელთათმანზე ბრალდებული კაცის დნმ აღმოჩნდა.
სოფელ ნასაკირალში სასტიკი მკვლელობა 28 აგვისტოს მოხდა - ოჯახის ახლობლების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, უმძიმესი დანაშაული ფულის გამო მოხდა.
ირკვევა, რომ მარგო ზოიძე მკვლელობის ღამეს სახლში მარტო იყო.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში