მთიან სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ
მთიან სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ალექსანდროვნა ხმელევა - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ირკვევა, რომ გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაადის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი უცნობია.
გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.
მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა.
გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაადის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი უცნობია.
ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია მარია ხმელევას ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკეთ 112-ზე"- წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.