სამეგრელოში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია

01.09.26 14:04
სამეგრელოში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოკ­ში მომხდარი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

ადგილობრივების ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ვა­ლი გზი­დან გა­და­ვი­და და ღო­ბეს შე­ე­ჯა­ხა. 

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 29 წლის მა­რი­ამ ჩი­ქა­ვა და 45-წლამ­დე ბა­კურ გა­ბი­სო­ნია არი­ან. ორივე მათგანი სოფელი კოკის მკვიდრია. 

"მარიამი ობოლია, დედ-მამა არ ჰყავს, ბებიასთან იყო სტუმრად ჩასული"- აცხადებს ჩიქავას ახლობელი. 

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.