სპეცოპერაცია ლისზე - სამართალდამცავები ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ჩხრეკენ

01.09.26 18:06
სპეცოპერაცია ლისზე - სამართალდამცავები ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ჩხრეკენ

 

 

ლისზე, პოლიციელები თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილ ავტომობილს ჩხრეკენ - კადრებს თავად ბიზნემენი ავრცელებს სოციალურ ქსელში. 

წყარო "პირველებს" უყვება, რომ სამართალდამცავები ავტომობილში ცეცხლსასროლ იარაღს ეძებენ. 

დღეს ჩემი დაბადების დღეა და ასეთი სიურპრიზი მომიწყო პოლიციამ - ბავშვი მიჭირავს ხელში და 30 სული პოლიციელი დამადგა - "მანქანიდან გადმოდიო". გადავდივარ, მაინტერესებს ერთი რა უნდათ" - აცხადებს ელიზბარაშვილი. 

კადრებში რამდენიმე პოლიციელი ჩანს, მასთან ავტომობილში, როემლსაც ელიზბარაშვილი მართავდა, მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. 

Live-ვიდეოში თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას სავარაუდოდ „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც ბიზნესმენის განცხადებით, სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა.