ადვოკატი "პირველებთან" ჰყვება, რომელ ინციდენტს უკავშირდება თამაზ ელიზბარაშვილის ჩხრეკა

01.09.26 18:40
ადვოკატი "პირველებთან" ჰყვება, რომელ ინციდენტს უკავშირდება თამაზ ელიზბარაშვილის ჩხრეკა

 

 

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია სირანაშვილი „პირველებს“ იმ ინციდენტის შესახებ უყვება, რომლის გამოც ამ წუთებში ლისზე ბიზნესმენის მანქანის ჩხრეკა მიმდინარეობს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ელიზბარაშვილს 2 დღის წინ “იმედის“ თანამშრომლები თავს დაესხნენ და ეუბნებოდნენ ბოდიში მოეხადა, მისი პოზიციის გამო რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

სირანაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველებს აღნიშნული ინციდენტი გამოეძიებინათ, აქეთ გააჩერეს ელიზბარაშვილი და მის მანქანას ჩხრეკენ.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავონ. 

დაახლოებით 2 დღის წინ, თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, იმედის ჟურნალისტები, რასთან დაკავშირებითაც ბატონმა თამაზმა ვიდეოთი მოახსენა საზგადოებას, რომ მას თავს დაესხნენ. უთხრა იმედის ჟურნალისტებს მისთვის ბოდიში მოეხადათ და ბოდიშის მაგივრად, ახლა, პატარა ბავშვთან ერთად, გააჩერა პოლიციელების გუნდმა, უტარებენ ჩხრეკას და სავარაუდოდ, აპირებენ დაკავებას. 

დღეს გამოძებას რანაირი ეფექტი არ აქვს, როდესაც მოქალაქე მიმართავს ხოლმე, თუნდაც, მუქარასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში არანაირი რეაგირება არ აქვთ ხოლმე, ირიქით, 8 კაცი დაესხა თავს, ცოლთან ერთად იყო და აქეთ აკავებენ და აქეთ ჩხრეკენ. 

რაც შეეხება 236 მუხლს- არანაირი იარაღი ბატონ თამაზს არ აქვს, არც ჰქონია და გაუგებარია, რა შუაშია იარაღი.

...ბატონ თამაზს ედავებოდნენ იმას,რატომ უჭერს მხარს უკრაინას და რატომ არ უჭერ რუსეთს, არ მოსწონთ იმიტომ, რომ არ უჭერს მხარს რუსეთს. მას თავს დაესხა 8 ადამიანი, ააწიოკა მისი მეუღლე, ოჯახი, იმის ნაცვლად, რომ დაეცვა ისინი, აქეთ ააწიოკეს.

სპეცოპერაცია ჩაუტარეს სპეცოპერაცია თოთო ბავშვთან და მეუღლესთან ერთად. მსგავსი ქმედება რას ემსახურება- დაშინებას? თამაზის რომ ვერ შეაშინებენ, მაგას რათ უნდა თქმა. იმედია, ამას არ იკადრებენ, რომ უდანაშაულო ადამიანი და პირიქით მსხვერპლი, რომ დააკავონ - ამბობს ია სირანაშვილი.

სამართადამცავები თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ამ წუთებშიც ჩხრეკს. 

 ადგილიდან კადრები ბიზნესმენის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა ორი მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს - როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები