ბათუმში, ზღვაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შევიდა და გაუჩინარდა.