კრიმინალური პოლიცია ელიზბარაშვილის სახლში შესვლას ცდილობს - ადგილზე ხმაურია

01.09.26 20:16
კრიმინალური პოლიცია ელიზბარაშვილის სახლში შესვლას ცდილობს - ადგილზე ხმაურია

იასამნების ქუჩის 5 ნომერთან ხმაურია. თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელი კორპუსთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. სამარტრალდამცველებს ელიზბარაშვილის ბინაში ჩხრეკის ჩატარება სურთ, თუმცა ოჯახი მათ კარს არ უღებს.

ძალოვანი უწყების თანამშრომლები "პირველებს" ეუბნებიან, რომ ჩხრეკის ჩატარებას მოსამართლის განჩინების საფუძველზე გეგმავენ. მათი თქმით, ეძებენ თამაზ ელიზაბარაშვილის იარაღს.

ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სამაშველო სამსახურიც, რომელიც, სავარაუდოდ, ელიზბარაშვილის საცხოვრებელი ბინის კარს გაჭრის, რათა სამართალდამცველებმა შიგნით შესვლა მოახერხონ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლისზე, პოლიციელებმა თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილი ავტომობილი გაჩხრიკეს. ბიზნესმენი მომხდარს დაშნების მცდელობად აფასებს.

უკანონოობა რასაც აკეთებენ, ადგილი აქვს ჩემს დაშინებას. ჯერ იმ 8 ადმაიანმა ვერ დამაშინა გუშინწინ და ახლა პოლიციას უნდა, რომ დამაშინოს. ეგ არ გამოვა. 8 თვის ბავში ხელში მეჭირა, ბავშვი დამიშინეს, დამიწიოკეს, მერე ბავშვის ჩანთაში იქექებოდნენ, ბავშვის საკვები მედო და საწოვარა. არ ვიცი, ტერორს მიწყობენ... გუშინ რესტორანში 8 კაცმა ჩემზე და ჩემს ცოლზე ტერორი მოახდინეს, - უთხრა "პირველებს" ბიზნესმენმა.