უნდათ, შემაშინონ - ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ტერორზე ალაპარაკდა

01.09.26 20:21
უნდათ, შემაშინონ - ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ტერორზე ალაპარაკდა

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მისი ავტომობილის ჩხრეკას „დაშინების მცდელობად“ აფასებს. „პირველებთან“ პირველ კომენტარში ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „ტერორი“ მიმდინარეობს და მომხდარს წინა დღეს რესტორანში განვითარებულ დაპირისპირებას უკავშირებს. მისი თქმით, ინციდენტის დროს მასთან ერთად მეუღლე და 8 თვის ბავშვიც იმყოფებოდნენ. 

უკანონოობა რასაც აკეთებენ, ადგილი აქვს ჩემს დაშინებას. ჯერ იმ 8 ადამიანმა ვერ დამაშინა გუშინწინ და ახლა პოლიციას უნდა, რომ დამაშინოს. ეგ არ გამოვა. 8 თვის ბავში ხელში მეჭირა, ბავშვი დამიშინეს, დამიწიოკეს, მერე ბავშვის ჩანთაში იქექებოდნენ, ბავშვის საკვები მედო და საწოვარა. არ ვიცი, ტერორს მიწყობენ... გუშინ რესტორანში 8 კაცმა ჩემზე და ჩემს ცოლზე ტერორი მოახდინეს, - უთხრა "პირველებს" ბიზნესმენმა. 

 

იასამნების ქუჩაზე, თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ელიზბარაშვილის ბინის ჩხრეკას და იარაღის მოძებნას გეგმავენ, თუმცა ოჯახი პოლიციას კარს არ უღებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.