თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - ადვოკატი

01.09.26 21:52
თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - ადვოკატი

 

 

 

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ბიზნესმენის დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით და ახლა მთავარ სამმართველოში გადაჰყავთ.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას მისივე დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნით არ დაესწრო და ბინა დატოვა.

„ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, მოხდა თამარ ელიზბარაშვილის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ნებისმიერი პოლიციელი რომ გააჩერო, თავადაც არ იციან [მიზეზი რა იყო], თავადაც ვერ გაგცემენ მაგაზე პასუხს. ჩემი კოლეგა აცხადებს, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ძალადობა, რასაც მე პირადად არ შევსწრებივარ, თუმცა იყო ძალიან აგრესიული დამოკიდებულება. სისხლის სამართლის მუხლი არ არის დაკავებული, როგორც ვიცი, გადაჰყავთ მთავარ სამმართველოში. ამ ეტაპზე ბრალდებული არ არის, უბრალოდ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედები, რის შემდეგაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამაზ ელიზბარაშვილის დაკავებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ბიზნემსმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დაადეს.  ადგილზე ხმაური იყო.

მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.  ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც.