ჩხრეკას ატარებენ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში

01.09.26 22:36
ჩხრეკას ატარებენ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში

გივი სვანიძის ქუჩაზე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში პოლიციაა მობილიზებული.

ინფორმაციას “პირველებს“ თავშესაფრის მენეჯერი უდასტურებს. მენეჯერი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

ამასთან, პოლიცია აკონტროლებს ამავე მისამართზე არსებულ კომპანიას “ელიზ ჯგუფს“.

ლისზე, თამაზის სახლთან ყოფნის დროს, გავიგე რომ პოლიცია იყო მოსული, მოვედი და პოლიციას ვკითხე, რატო იყო მოსული, მან განმიცხადა, რომ სურდა თამაზის სახლის ჩხრეკა. ყველაზე ცუდი რაც არის, თამაზის სახლში იმყოფება მისი მძიმედ ავადმყოფი დედა, რომელსაც აკრძალული აქვს ნერვიულობა, ველოდებით ახლა ადვოკატს, რომ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ თავიდან იქეთ ვიდექით, ძალის გამოყენებით, მე და კიდევ 3 ქალი, ხელების გრეხით გადაგვწიეს, მაწვებოდა, მეჯიკავებოდა. ხელები დამაგლიჯა ადამიანმა, - ამბობს მენეჯერი.

ცოტა ხნის წინ თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დაადეს.  ადგილზე ხმაური იყო.

მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.  ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც.