სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
ცნობისთვის, ექს-პრემიერმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა 31 აგვისტოს მოითხოვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა "პირველების" ეთერში ისაუბრა. ლილი გელაშვილმა ომბუდსმენს მოუწოდა ის, ან მისი რომელიმე წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში შესულიყვნენ.
ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს.