პროკურატურამ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
უწყება მომხდარს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მიხლით იძიებს.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქედებები, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას"- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განცხადა, რომ მასზე სამართალდამცველებმა ბიზნესმენის სახლის ჩხრეკის ოპერაციის დროს იძალადეს.
ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში პირველ სექტემბერს დააკავეს.