ელიზბარაშვილმა დაკავებამდე ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ციხის კადრები დადგმული იყო

02.09.26 12:05
ელიზბარაშვილმა დაკავებამდე ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ციხის კადრები დადგმული იყო

თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების შემდეგ, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ბიზნესმენს მისი საჯარო განცხადებების გამო სჯიან - საუბარია ბოლო ინტერვიუზე, რომელიც ელიზბარაშვილმა იუთუბ არხ "უმრაველსობას" მისცა, სადაც თქვა, რომ ციხის კადრები რომლითაც 2012 წელს ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, დადგმული იყო და ამაში თავადაც მონაწილეობდა. 

ელიზბარაშვილმა "უმრავლესობას" მოუყვა , როგორ მოუვიდა მას და ლადო ბედუკაძეს ცოცხების იდეა კარანტინში ყოფნის დროს.

მე 2010-ში რომ შევედი ციხეში, 2010-ის ბოლოს გამოვედი დეკემბერში და იმდენად ვიყავი სავსე შურისძიებსი სურვილით, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და როგორ გამეკეთებინა. პირველი რაც მომივიდა თავში, ლადოსთან ერთად რაღაცა შემექნა. პირველი რომ გამოვედი ციხიდან, ლადოს შვილებს ვეხმარებოდი. თვითონ ლადომ დამირეკა, კომუნიკაცია გვქონდა, და მითხრა შევხდეთო. ეს უკვე არის 2011 წელი, აქციები, 26 მაისი უკვე ჩავლილი იყო. მითხრა, თუ რამეს აპირებ შენო, ხომ ვიცი ისე არ გაჩერდებიო, მეო ჩემი ბიჭებით გვერდში დაგიდგები ყველაფერშიო. ერთხელაც უკვე 2012 წელი იყო, ჩამოვედი და მითხრა,  რაც შენ გაქვს შენი თავლით ნანახი, ეს კამერაზე გადავიღოო და გამოვიტანო იქიდანო. გახსოვს ქვემოთ კარანტინში რომ ვიყავი და ცოცხი გთხოვე, ცოცხი მომეცი გამოვგავო-თქო. აი უცებ აქედან დაიბადა ეს აზრი, ცოცხი-ცოცხი და მოდი ეს გავაკეთოთო, მეთქი გავაკეთოთ-თქო. საუბარში ვთქვით, რომ ისე კადრები რომ გავაკეთოთ და გამოვიტანოთ, შეიძლება იყოს მიზერული და გაატარონ და აი ცოცი კარგია. აი ეს იდეა დაიბადა". - ამბობს ელიზბარაშვილი. 

გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახიე წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები