გერმანიის ქალაქ აუგსბურგში რკინიგზის სადგურზე აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
დღეს დილით აფეთქება მოხდა გერმანიის ქალაქ აუგსბურგის რკინიგზის სადგურზე - „ევრონიუსის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 18 წლის ბიჭმა და 17 წლის გოგონამ მსუბუქი აკუსტიკური ტრავმები მიიღეს.
პოლიციის ცნობით, ამოუცნობი ობიექტის აფეთქების შედეგად სადგურზე ფანჯრები ჩაიმსხვრა.
აუგსბურგის რკინიგზის სადგურის შენობა და მატარებლების ერთი ხაზი დროებით დაიხურა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტები მუშაობენ.