ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე რიყის ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე რიყის ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება - მთაწმინდის რაიონის გამგეობა ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. სამუშაოების შედეგად არსებული რიყის ქვაფენილი 3 ფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე მოეწყობა ბორდიურები, დამონტაჟდება ტროტუარები, ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შშმ იქნება პირებისთვის ადაპტირებული. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება მიწის ქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც მოძველებული და პრობლემურია, შესაბამისად მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტრო გადამცემი და ინტერნეტ კაბელები, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოებში ჩაერთვება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება. ძალიან ლამაზი პროექტი იქნება. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც უნდა გაკეთდეს არის კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემებითა. ყველა მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.