ალეკო ახვლედიანი მამუკა მდინარაძის იარაღის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი, ალეკო ახვლედიანი "სრულ სისულელეს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგარეჯოში მომხდარ გასროლამდე თორნიკე რიჟვაძესთან "ქართული ოცნების" მაშინდელი ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა.
ამასთან, იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული მაღალჩინოსანი "პირველებთან" პასუხობს გავრცელებულ ვერსიას, რომელიც მდინარაძის იარაღიდან შესაძლო გასროლას შეეხება.
ალეკო ახვდელიანი ამტკიცებს, რომ მამუკა მდინარაძეს საერთოდ არ იცნობს და რომ ის თავლითაც არ ჰყავს ნანახი.
სრული სისულელეა. მამუკა მდინარაძე იმ პერიოდში ახლოსაც ნანახი არ მყავდა. მითუმეტეს საგარეჯოშიც ვერანაირად ვერ იქნებოდა. ჩემს გარდა, აგერ მამამისიც აქ არის ჩამოსული, შეგიძლიათ მამამისსაც ჰკითხოთ - იყო იქ ვინმე ადამიანი? ეს არის სრული სისულელე, აბსურდი.
რა მდინარაძის იარაღიდან გასროლა, საერთოდ ადამიანი ნანახი არ მყავს, არ ვიცნობ. მდინარაძე რიჟვაძეს ჩემთან ცხოვრებაში არ უხსენებია. რატომ არის გაჩუმებული რიჟვაძე არ ვიცი. (რა თქმა უნდა, მისი გაჩუმება უფრო მეტ კითხვას აჩენს) .
ჩემის საქმეც, რა თქმა უნდა (დაპაუზებულია მისი ჩვენების არქონის გამო) . მართლა ესე ხომ არ არის... არვიცი...
დღემდე არ აქვს რიჟვაძეს ტელეფონი. აქვს მის მეუღლეს. რომ დავუკავშირდე რა უნდა ვუთხრა, თვითონ უნდა გამოვიდეს და თქვას...", - ეუბნება "პირველებს" ალეკო ახვლედიანი.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა. საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.