მეზობლების ცნობით, პოლიცია ელიზბარაშვილის მოხუცი მშობლების სახლშიც იმყოფებოდა

02.09.26 13:27
მეზობლების ცნობით, პოლიცია ელიზბარაშვილის მოხუცი მშობლების სახლშიც იმყოფებოდა

მეზობლების ცნობით, პოლიცია თამაზ ელიზბარაშვილის მოხუცი მშობლების სახლშიც იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, თავად თამაზი იმ სახლში წლებია აღარ ცხოვრობს, თუმცა რაკიღა მისი იურიდიული მისამართია, ჩხრეკა იქაც ჩატარდა. 

აქ არ ცხოვრობს საერთოდ თამაზი, რამდენი ხანია არ ყოფილა, უბრალოდ, იურიდიული მისამართი იყო და მაგიტომ მოვიდნენ. მოვიდნენ, ნახეს, შეამოწმეს, ნახეს, რომ არაფერი იყო, ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ, - ამბობს მეზობელი.

იქ თამაზი დიდი ხანია არ არის, იქ რატომ ჩაატარეს ჩხრეკა, არ ვიცი. 10 წელია იქ არ არის, - ამბობს ელიზბარაშვილის ოჯახის წევრი, სალომე ელიზბარაშვილი. 

გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახიე წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები