ალეკო ახვლედიანი ამბობს, რომ რიჟვაძეს ტელეფონი ისევ არ აქვს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ალეკო ახვლედიანი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძეს ტელეფონი ისევ არ აქვს.
"ტელეფონი აქვს მის მეუღლეს" - ამბობს ახვლედიანი და "პირველებთან" არ მალავს, რომ რიჟვაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მბევრი კითხვა არსებობს, რაზეც თავად აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა უნდა ილაპარაკოს.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გატავისუფლებულიი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ რიჟვაძის ჩვენების არქონის გამო მისი საქმეც დაპაუზებულია.
რატომ არის გაჩუმებული რიჟვაძე არ ვიცი. (რა თქმა უნდა, მისი გაჩუმება უფრო მეტ კითხვას აჩენს) .
ჩემი საქმეც, რა თქმა უნდა (დაპაუზებულია მისი ჩვენების არქონის გამო) . მართლა ესე ხომ არ არის... არვიცი...
დღემდე არ აქვს რიჟვაძეს ტელეფონი. აქვს მის მეუღლეს. რომ დავუკავშირდე რა უნდა ვუთხრა, თვითონ უნდა გამოვიდეს და თქვას...", - ეუბნება "პირველებს" ალეკო ახვლედიანი.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა. საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მსგავსი სიახლეები
„ძირს მახოხიალეს, მირტყეს და ძალადობით გამომაგდეს“ - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ჩხრეკის დეტალებზე
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ვიდეოგადაღებისთვის ხელის შეშლა შესაძლოა ჩხრეკის დროს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შესაძლო უკანონო ქმედების დაფიქსირების თავიდან აცილებას უკავშირდებოდა.