იგეგმება არასრულწლოვანთა მიერ "სქროლის" გამოყენების რეგულირება

02.09.26 13:51
იგეგმება არასრულწლოვანთა მიერ "სქროლის" გამოყენების რეგულირება

მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს - კანონპროექტების ჩამონათვალში ნათქვამია, რომ ცვლილებები შევა "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პაკეტის მიზანია "სქროლების"გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

"ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას." - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები