თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად, დღეს, 2 სექტემბერს აქცია გაიმართება

02.09.26 17:39
თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად, დღეს, 2 სექტემბერს აქცია გაიმართება

თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად, დღეს, 2 სექტემბერს აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook გვერდზე ვრცელდება. 

პოსტის მიხედვით, აქციაზე ცხოველთა მოყვარულები, დამცველები და ის ადამიანები იკრიბებიან, ვისაც დაკავებული ბიზნესმენის ბედი აღელვებს. 

აქცია გრიგოლ ლორთქიფანიძის 9 ნომერში, 19:00 საათზე ჩაინიშნა. 

დღეს 2 სექტემბერს, 19:00 საათზე, ცხოველთა მოყვარულებმა დაგეგმეს აქცია თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად.

ვიკრიბებით ცხოველთა მოყვარულები, დამცველები და უბრალო ადამიანები, ყველა, ვისაც აღელვებს თამაზ ელიზბარაშვილის ბედი და სურს სოლიდარობა გამოუცხადოს მას.

აქცია გაიმართება გრიგოლ ლორთქიფანიძის 9 ნომერში. ყოფილი კაიროს ქ.26.

თავშესაფრის კაიროს ფილიალი," - წერია პოსტში. 

გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.