აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დაურ ბუავას უკანასკნელ გზაზე გაცილებისას აფხაზური დატირება ისმოდა.
მისი ოჯახი წევრები დაკრძალვის დროს ამბობდნენ, რომ დაურ ბუავა სამშობლოს სიყვარულისთვის დაისაჯა.
აფხაზი ბლოგერი მამა მადლობას უხდის ქართველებს მისი შილის მიღებისთვის და ამბობს, რომ დაურ ბუავა სწორედ იქ დაკრძალეს, სადაც მან საკუთარი თავი იპოვა.
პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მისი ასე მიღებისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, რომ მან აქ საკუთარ თავი იპოვა და სწორედ აქ დავტოვებთ ჩვენ მას, აქ გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე.
მე ჯერ ვერაფერს ვფიქრობ, რადგან ძალიან რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი. დაველოდები გამოძიებას, რატომ და რისთვის მოხდა ეს. ის სპორტსმენი იყო, ვარჯიშობდა, არც კი ეწეოდა, სწორედ ამიტომ ვერ ვიჯერებ ამ ყველაფერს," - ამბობს დაურ ბუავას მამა.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და მისმა მეგობარმა ვალერია კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.