"ეს შეურაცხმყოფელია" - სალომე ზურაბიშვილმა პოლიციაში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა

02.09.26 19:30
"ეს შეურაცხმყოფელია" - სალომე ზურაბიშვილმა პოლიციაში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა

სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს, პოლიციაში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, "შეურაცხმყოფელი და საშიშია" ქუჩაში იმ ახალგაზრდა პოლიციელების ყოფნა, რომლებმაც "არ იციან არც ქცევა და არც გავლილი არ აქვთ პრაქტიკა". 

"მათ არ აქვთ ის გამოცდილება, რომელიც აუცილებელია სამართალდამცველ უწყებებში" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

... მე არ მესმის და მინდა ეს ვთქვა, როცა პოლიციელები შენობით ელაპარაკებიან მოქალაქეებს, ეს არის დარღვევა იმ ურთიერთობის, რომელიც არის წესრიგის საფუძველი, რომ ორივე მხარემ უნდა გამოხატოს პატივისცემა და მე მგონია, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი არის ეს იმ პოლიციელებისთვის, რომელიც მართლაც წარმოადგენენ პოლიციის ინსტიტუტს ამ ქვეყანაში და იციან რა წესები უნდა დაიცვან და ეს ვიღაც ახალგაზრდები, რომლებიც შეყარეს ვითომც პოლიციაში - არ იციან არც ქცევა, არც გავლილი არ აქვთ პრაქტიკა და ესენი არიან დღეს ქუჩაში, ვინც წარმოადგენს ვითომცდა ჩვენს პოლიციის ინსტიტუტს. ეს არის ერთის მხრივ ძალიან საშიში იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ის გამოცდილება, რომელიც აუცილებელია სამართალდამცველ უწყებებში და მეორეს მხრივ შეურაცხმყოფელი ყველასთვის, მოქალაქეებისთვის და პოლიციისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები