"თავისუფლება თამაზ ელიზბარაშვილს" - მოქალაქეები ცხოველთა თავშესაფართან აქციას მართავენ

02.09.26 20:40
"თავისუფლება თამაზ ელიზბარაშვილს" - მოქალაქეები ცხოველთა თავშესაფართან აქციას მართავენ

"თავისუფლება და სოლიდარობა თამაზ ელიზბარაშვილს" - მოქალაქეები ცხოველთა თავშესაფართან აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებული ბიზნესმენი პოლიტიკური პატიმარია. მათივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თამაზ ელიზბარაშვილს კრიტიკული პოსტების გამო ებრძვიან.

მოქალაქეების თქმით ბიზნესმენი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.  

არანაირი მიზეზი არ იყო აბსოლუტურად თამაზის დაკავებისა. თვითონ კადრები არსებობს, იქ სამართალდამცავები ამბობენ, რისთვის წაიყვანეთო და ჩვენც არ ვიცით ჯერო. პოლიტიკური აქტიურობის გამო და მე მგონი, საზოგადოებისთვის ცნობილია, დაახლოებით 30 აგვისტოს რესტორნის კადრების შემდგომ დაიძაბა. ზოგადად, ჩემი აზრით, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური დაკვეთა იყო ბატონი თამაზის დაკავება," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები