ახალი რეგულაციები სავაჭრო ქსელებისთვის
"ქართული ოცნება" პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე "სურსათის მიწოდების ჯაჭვში, არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ" ახალ კანონპროექტს წარადგენს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, "მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს", რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას.
სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს (გადანდების გადავადება, შეკვეთების დაგვიანებული გაუქმება, თაროზე განთავსების/მარკეტინგის ხარჯების დაკისრება და ა.შ), რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას," - ნათქვამია დადგენილებაში.
ირკვევა, რომ პროექტს პარლამენტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარადგენს.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა რიჟამაძე იმედოვნებს, რომ მთავრობის ახალი კანონპროექტი ჯერ ბიზნესთან იქნება განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგენენ პარლამენტში.
არსებობს მთელი რიგი გადასახადები, რომელიც ჩვენი რეალობიდან და საზღვარგარეთის პრაქტიკის შესაბამისად შეგვიძლია, რომ კანონის დონეზე დავარეგულიროთ, იქნება ეს მაგალითად ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, ნებისმიერი სხვა ეს მსჯელობის საგანია, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველა მხარის მონაწილეობით უნდა ხდებოდეს.
აქამდე კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, ბოლო პერიოდში ეს კომუნიკაციაც აღარ გვქონია. როგორც აღმოჩნდა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარადგენს უკვე ამ საკანონმდებლო პროექტს მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე. იმედია ბიზნესისთვის იქნება წარდგენილი და ბიზნესთან ერთად დამუშავებული და ისე წარდგენილი შესაბამისი ორგანოსთვის," - ამბობს ლაშა რიჟამაძე.