საქსტატი: წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა - გაძვირდა თევზი, ხორცი, პური და ა.შ.

03.09.26 12:35
საქსტატი: წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა - გაძვირდა თევზი, ხორცი, პური და ა.შ.

მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.6% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს

მონაცემების მიხედვით გასულ წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 5%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • თევზეული (+18.1%)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (+9.8%)
  • ზეთი და ცხიმი (+7.8%)
  • პური და პურპროდუქტები (+7.1%)
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (+5.5%).
  • ყავა, ჩაი, კაკაო - (+5.4%)
  • რძე, ყველი, კვერცხი (+2.9%)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+1.9%)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+0.6%)

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ხილი და ყურძენი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 6.1%-ით გაიაფდა. ფასი შემცირდა კავშირგაბმულობაზე - 7.5%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა კი 1.8%-ით გაიაფდა.

  • ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 5.5%-ით;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 3%-ით;
  • საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 8.5%-ით;
  • ჯანმრთელობის დაცვა - 5.2%-ით;
  • ტრანსპორტზე ფასი - 15.2%-ით გაიზარდა;
  • დასვენება, გართობა და კულტურა 1.5%-ით;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.8%-ით გაძვირდა;
  • განათლება - 2.4%-ით.