სუს-ის ექს-შეფის საქმე - დღეს სასამართლოზე ელისო კილაძე იკითხება
სუს-ის ექს-შეფის საქმე - დღეს სასამართლოზე ქრონიკა პლიუსის დამფუძნებელი, ელისო კილაძე იკითხება. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი დაცვის მხარის მოწმეა. ის საქალაქო სასამართლოში საბადრაგო სამსახურმა უკვე მიიყვანა.
როგორც გრიგოლ ლილუაშვლის ადვოკატებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, ელისო კილაძე დღეს გააბათილებს ქოლ-ცენტრების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, კომპანია "სვეტის" ყოფილი ხელმძღვანელის, გივი ჯიბლაძის ჩვენებას.
გივი ჯიბლაძე არის ის მოწმე, რომელმაც ადვოკატების თქმით, ყველა სხვა ბრალდებულს ხელი დაადო და სწორედ ამის სანაცვლოდ მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაც კი გაუფორმა.
მოწმეები ჰყავს დაცვის მხარეს წარმოდგენილი და მთ შორის არის ქალბატონი ელისო კილაძე. ქალბატონი ელისო საუბრობს თავის ერთ-ერთ რესპონდენტზე, რომელიც 2018 წლის მდგომრეობით მას აწვდიდა გარკვეული სახის ინფორმაციას 2018 წელს გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში, ჯერ კიდევ საუბარიც რომ არ არის "ქოლ-ცენტრების" თემასთან მიმართებაში. შესაბამისად ეს არის შპს "სვეტთან" დაკავშირებული რესპონდენტის მიწოდებული ინფორმაცია და აღნიშნული პირი ნულოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობით იყო, რომ კომუნიკაციაში ყოფილიყო გრიგოლ ლილუაშვილთან სწორედ ამ მიმართულებოთ გვყავდა ჩვენ ელისო კილაძე გამოკითხული.
2018 წლის მდგომარეობით უკვე შპს "სვეტის" წარმომადგენელი, რომელიც ბრალდებას ერთ-ერთ მოწმედ ჰყავს, ცრუ დასმენას ახდენდა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში და ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე დასახელებულ პირთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონდა ბატონ ლილუაშილს. პირს, რომელიც ბრალდების მხარის მოწმედ არის გამოყვანილი მას წინა თავის სისხლის სამართლის საქმეზე გაფორმებული აქვს საპროცესო შეთანხმება და ნაცვლად პატიმრობისა და მას პირობითი მსჯავრი აქვს მისჯილიი და თავისუფლებაზეა", - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე.
უფრო მეტს გივი ჯიბლაძის შესახებ საუბრობს ელისო კილაძის ადვოკატი - ნათია კოტრიკაძე ჟურნალისტებს უყვება, როგორ გამოიყენა ბრალდების მხარემ დასახელებული მოწმე ლილუაშვილის და ელისო კილაძის წინააღმდეგ.
გივი ჯიბლაძე თავის გამოკითხვაში ამბობს, რომ კრიშავდა გრიგოლ ლილუაშვილი "ქოლ-ცენტრების საქმეში და გარკვეულ თანხას 250 ათას ევროს, იმის სანაცვლოდ რომ მიეცა ჩვენება ლილუაშვილის და ელისო კილაძის წინააღმდეგ, მოიპოვა თავისუფლება. ელისო კილაძე მას ყოველთვის მფარველობდა, როდესაც ის სამშენებლო კომპანია "სვეტს" ხელმძღავანელობდა. როდესაც გათავისუფლდა პატიმრობიდან, ერთი თვის განმავლობაში ელისო კილაძის სახლში იმყოფებოდა შიშით, იქიდან გამომდინარე, რომ ისევ ნარკოტიკი არ ჩაედოთ და ისევ უკან არ შეებრუნებინათ. ლილუაშვილი არანაირ კავშირში არ იყო და ჯიბლაძეს მასთან არასდროს არ უხსენებია, რომ ლილუაშვილს იცნობდა და მფარველობდა. ეს რაც მოხდა, მოხდა მისი თავისუფლებიდან გამომდინარე. ანუ ყველაფერს აკეთებენ, რომ ერთმა პიროვნებამ მეორეს ხელი დაადოს, მაგრამ ეს ჩვენგან გამორიცხულია", - ამბობს ადვოკატი ნათია კოტრიკაძე.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.