ფაშინიანი: წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუ რუსეთი სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ქვეყანაში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ქვეყნიდან გაყვანას არ შეეწინააღმდეგება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს.
"ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი ერთხელაც არ დაგვიყენებია. ამასთან, სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის არსებობას სასიცოცხლო აუცილებლობად არ მივიჩნევთ. თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუმცა, თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, მზად ვართ, ესეც განვიხილოთ." – თქვა ფაშინიანმა.
მანამდე, 1-ელ სექტემბერს, ფაშინიანთან ბიშკეკში გამართული შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, სომხეთიდან ბაზა "ხვალვე" გაიყვანოს, თუ ერევანი მიიჩნევს, რომ მისი საჭიროება აღარ არსებობს.