თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება, მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია - ადვოკატი

03.09.26 20:31
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება, მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია - ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, რომელიც დაკავებული ბიზნემენისთვის ბრალის წარდგენას იზოლატორში ესწრებოდა, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ელიზბარაშვილის ვერსია ბრალში მითითებული გარემოებებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

ბრალი დასდეს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას. გაგვეცნო ბრალი, თუმცა, ბატონი თამაზი არ ეთანხმება ბრალს და ბრალში მითითებულ გარემოებებს. მისი ვერსია აბსოლუტურად განსხვავებულია. საქმის მასალები ახლა გადმომეცა, გავეცნობი, შემდეგ შევალ ბატონ თამაზთან საქმის მასალებით, რათა ერთად გავიაროთ ყველაფერი. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ კონფლიქტი და მათ შორის დაძაბულობა გამოიწვია თამაზ ელიზბარაშვილის წარსულში სოციალურ ქსელში აქტოვობამ. ბრალის დადგენილებაში არ წერია, რომ მათ წარსულში პირადი კონფლიქტი ჰქონდათ. ბატონი თამაზი წავიდა იმისთვის, რომ ცოლ-შვილი დაეტოვებინა სახლში და მობრუნდა იმისთვის, რომ თუ რაიმე შეკითხვები ჰქონდათ, დაესვათ, რათა სხვა დროსაც არ მომხდარიყო რაიმე სახის დაძაბულობა. ამით მან აარიდა საკუთარი ცოლ-შვილი მომავალში კონფლიქტს,- განაცხადა სვიმონიშვილმა.

რაც შეეხება იარაღს - ადვოკატი ამბობს, რომ “იარაღთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს.“

შევათანხმებთ ბატონ თამაზთან, რა თქმა უნდა მოვითხოვთ, აღკვეთის გარეშე დატოვებას, თუმცა, ალტერნატივად მოვითხოვთ გირაოს, - ამბობს ადვოკატი.

  • პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი სისხლის სამართლის მუხლით წარუდგინა - საქმე რესტორანში მომხდარს უკავშირდება.
  • უწყების ცნობით, შსს-ს მიერ  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ელიზბარაშვილი სახლში წავიდა, უკან შეიაარღებული დაბრუნდა და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. 
  • მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ინცინდენტში მონაწილე პირები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია.