ბათუმში, ზღვაში 2 კატერი ერთმანეთს შეეჯახა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
ბათუმში, ზღვაში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა - არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.
მასალა ახლდება