ჩემი ყველაზე დიდი შიში არის, რომ სანამ ეს მთავრობაა, ჩემ საქართველოს ვერ ვნახავ - ბექა ბედიანაშვილი

03.09.26 22:27
ჩემი ყველაზე დიდი შიში არის, რომ სანამ ეს მთავრობაა, ჩემ საქართველოს ვერ ვნახავ - ბექა ბედიანაშვილი

გერმანიაში მცხოვრები მსახიობის, ბექა ბედიანაშვილი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ამბობს, რომ მისი არ შემოშვება მისივე პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

მისი თქმით, ის ადვოკატთან გაივლის კონსულტაციებს და შემდეგ სასამართლოში გაასაჩივრებს მომხდარს.

თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, უკან როცა გამიშვეს, ცრემლები მომდიოდა, არ მჯეროდა, რომ საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი. ჩემი ყველაზე დიდი შიში არის, რომ ჩემ პატარა გოგოსთან ერთად, ბებია-ბაბუას ვერ ვნახავ, ნათესავებს ვერ ვნახავ, ჩემ საქართველოს ვერ ვნახავ, სანამ ეს მთავრობა არის. ღმერთმა იცის, ეს რუსული მთავრობა რამდენ ხანს დარჩება, - განაცხადა ბედიანაშვილმა “თეა ადეიშვილის დღის ამბებში“.