თელავში, პიტბულმა პატრონი დაგლიჯა - ქალს ოპერაცია დასჭირდა
თელავში, პიტბულმა პატრონი დაგლიჯა. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, 50 წლამდე ქალს საკუთარი ძაღლი დაესხა თავს და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, თავის დაღწევის მიზნით კი ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
გამოცემა წერს, რომ ქალს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიღებული, მათ შორის მძიმე დაზიანება თვალის მიმდებარედ.
დაკბენილი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც თვალზე ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველების თქმით, ძაღლი იმდენად აგრესიული იყო, რომ ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლი დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს