მედია: რუსები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მასობრივად ბრუნდებიან

04.09.26 14:31
მედია: რუსები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მასობრივად ბრუნდებიან

რუსები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მასობრივად ბრუნდებიან.

როგორც რუსული მედია უძრავი ქონების კორპორაციის ანალიტიკური ცენტრის „ასტორიუსის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რუსების მხრიდან უძრავ ქონების შეძენაზე მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა.

ცენტრის მონაცემებით, მართალია, ჯამში საქართველოს წილი მხოლოდ 5%-ია, თუმცა „იქ რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 2023 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, „ასტორიუსის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან 2026 წლის პირველ ნახევარში უცხოეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიურად 5%-ით, ხოლო 2025 წლის ბოლოსთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

გამოცემა იმ ხუთ TOP ქვეყანას ასახელებს, სადაც რუსები უძრავ ქონებას ყიდულობენ.

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - მოთხოვნის 50%
  • ტაილანდი - მოთხოვნის 17%
  • თურქეთი - მოთხოვნის 12%
  • სერბეთი - მოთხოვნის 11%)
  • საქართველო - მოთხოვნის 5%