საქმეში შაკო კუჭაშვილის გამოჩენამ დაადასტურა, რომ ელიზბარაშვილი პროვოკაციის მსხვერპლია - ლაშა ჩხარტიშვილი
პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ თამაზ ელიზბარაშვილს პტოვოკაცია მოუწყევს და საქმეში შაკო კუჭაშვილის გამოჩნეა სწორედ ამის დასტურია.
როგორც პოლიტიკოსი ამბობს, კუჭაშვილი საზოგადოებისთვის სუს-ის და პოლიციის აგენტ-პროვოკატორად არის ცნობილი და აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ელიზბარაშვილზე პოლიტიკური რეპრესია ხორციელდება.
ელიზბარაშვილის საქმეში შაკო კუჭაშვილის გამოჩენამ, საბოლოოდ დაადასტურა, რომ აშკარად პროვოკაციის მსხვერპლია, თავად გახლავთ თავდასხმის მსხვერპლი თამაზ ელიზბარაშვილი. ეს ადამიანი, კუჭაშვილი ცნობილია საზოგადოებისთვის, როგორც, მე ვიტყოდი, აგენტ-პროვოკატორი სუს-ის და პოლიციის, რომელიც ყოველთვის დაკავებული იყო ოპოზიციის და აქტივისტების წინააღმდეგ ათასი სიბინძურის შეთხზვით და თავდასხმებით, სხვადასხვა ფორმით. აქედან გამომდინარე, აშკარად პოლიტიკური რეპრესია ხორციელდება, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.
უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.
- "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.
- ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
- 3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
- ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
- ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.