ამით ყველაფერი არ მთავრდება, შემდგომი ეტაპი ინოვაციური მედიკამენტების შემოტანაა - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ “ჯივინოსტატის“ და ასევე მეორე მედიკამენტის შემოტანით ყევლაფერი არ მთავრდება და შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება.
როგორც წიქარიშვილი აცხადებს, კიდევ მრავალი მედიკამენტი თუ თერაპია არსებობს, რომელიც, თითქმის, განკურნების ტოლფასია და შემდგომი ეტაპი სწორედ იმ ინოვაციური მედიკამენტების შემოტანაა, რომელიც უკვე დანერგილია.
იმედი გვაქვს, რომ გენურ თერაპიასაც მალე შემოვიტანთ საქართველოში, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
ამ ეტაპზე ჩვენ დავასრულებთ ამ 2 მედიკამენტისთვის ბრძოლას, გამოვაცხადებთ შედეგებს, გვეცოდინება როდის შემოდის მოერე მედიკამენტი და შემდგომი, გარდა ამისა, ამით ყველაფერი არ მთავრდება, არსებობს კიდევ გენური თერაპია და სხვა თერაპიები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენ გზაში დაგვეწევა ახალი ინოვაციები, რომლებიც რევოლუციური იქნება. დღეს უკვე ვითარდება ფარმაცევტიკა იმ დონეზე, რომ პრაქტიკულად განკურნების ტოლფასი მედიკამენტები შემოვა ბაზარზე, მათ შორის გენური თერაპიაც, რომელსაც თითქმის, განკურნებაზე აქვს პრეტენზია. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს- შემდგომი ეტაპი იქნება იმ ინოვაციური მედიკამენტების შემოტანა, თუნდაც კლინიკური კვლევების ფორმით, თუნდაც ექსპერიმენტულ ნაწილში ჩართვის ფორმით და ასევე გენური თერაპია, რომელიც უკვე დანერგილია. იმედი გვაქვს, რომ გენურ თერაპიასაც მალე შემოვიტანთ საქართველოში, - ამბობს კახა წიქარიშვილი.
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
- მისი თქმით, საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
- მინისტრმა მშობლებს მოუწოდა, მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს და მიიღონ მეტი ინფორმაცია.
- ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტთან დაკავშირებითაც პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.