ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

04.09.26 16:29
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ერთ ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მეორეში კი — 4. ავარიის შედეგად ექვსივე მათგანი დაშავდა.

დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები