პროკურორი თამაზ ელიზბარაშვილისთვის ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს

04.09.26 16:56
პროკურორი თამაზ ელიზბარაშვილისთვის ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარშვილს ბრალი დაუმძიმდეს - განცხადება გოგა კაკოჩაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ბრალდებს მხარე იარაღის ნაწილზე, [სსკ-ის 236-ე მუხლზე] აპელირებს. "ამ კუთხით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები"- თქვა კოკოჩაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, პროკურორმა თქვა:

„არაფერს გამოვრიცხავ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების მხრივ. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად. რეალური მუქარა დაიწყო რესტორანში, შემდგომ გაგრძელდა რესტორანში ბრალდებულის დაბრუნებით. მეორე დღეს ბრალდებული კვლავ მიდის იმავე რესტორანში, სადაც მუქარის ფაქტი განხორციელდა, ეძებს დაზარალებულებს და წინა დღეს სიტყვიერ კონფლიქტში მონაწილე პირებს და შემდგომ უკვე, სოციალურ ქსელში გაცხადებული სტატუსებით გარკვეულ დროს აძლევს ბოდიშის მოსახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგინება და იმუქრება კვლავ დაზარალებულების წინააღმდეგ”,- განაცხადა გოგა კაკოჩაშვილმა.

მსგავსი სიახლეები