ელისო კილაძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე დაკითხვას ითხოვს
ელისო კილაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, დაკავებულმა ჟურნალისტმა თქვა, რომ გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და აღნიშნულ საქმეზე მოწმედ დაკითხვას ითხოვს.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ელისო კილაძის თქმით, მას ლაზარე ჯორბენაძე გარდაცვალებამდე შეხვდა, საუბარი კი აგენტურულ საქმიანობაზე იყო.
ელისო კილაძემ თქვა, რომ მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაციები შეიცავს დანაშაულებრივ ელემენტებსაც და მოსთხოვა პროკურორს, რომ დაიწყოს გამოძიება და ის დაკითხული იყოს მოწმედ. პროკურორმა ბრძანა, რომ ეს არ არის მისი პრეროგატივა, სხვა პროკურორი და საგამოძიებო უწყება იხილავს მას და მისწერეთ წერილობით ამ უწყებასო.
მან [ელისო კილაძემ] თქვა, რომ ის შემხვდა მე გარდაცვალებამდე, ჩემთან იყო და ჩაწერილიც მქონდა მასთან საუბარიო და საუბარი იყო აგენტურულ საქმიანობაზე. ალბათ, ეს აგენტურული საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი," - განაცხადა ვალერი გელბახიანმა. [შიფრი: Ipn.ge]